დამრიგებელი ჩვენი მეორე მშობელია, იგი ჩვენ დიდ ოჯახს ხელმძღვანელობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ძალიან მეგობრული მასავლებელი გვყავს, ამით ჩვენ ბედნიერი ვართ..
BEST CLASS EVER
Tuesday, May 14, 2013
ახალი წელი ჩვენს კლასში
ახალი წელი ნამდვილად მნიშვნელოვანი დღესასწაულია ყველა ჩვენგანისათვის. მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მას სხვადასხვა სახით აღნიშნავენ. ჩვენმა კლასმა დიდი შრომის წყალობით შეძლო კლასის მორთვა. მოდით გადავხედოთ სურათებს.
ჩვენი დირექტორი
გელათი
საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა.. ამ წმინდა მიწაზე უამრავი ტაძრებია.. კლასის 100 პროცენტი ქრისტიანია, ასე რომ ჩვენ ხშირად მივდივართ წმინდა ადგილების მოსალოცად.
ლაშქრობა
საქართველოში უამრავი საინტერესო ადგილებია, ამიტომ ექსკურსიის ან ლაშქრობისთვის არჩევნის გაკეთება ძნელი არ არის. ჩვენი კლასი ხშირად აწყობს ექსკურსიებსა და ლაშქრობებს..
ერთად ყველაფერს შევძლებთ
სკოლა ქალაქში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ერთ-ერთი მიზეზად კი შეიძლება ჩაითვალოს ის რომ კლასში მოსწავლეთა მცირე რაოდენობაა. მე ერთ-ერთი პროგრესელი ვარ და მეამაყება ის რომ მყავს არაჩვეულებრივი კლასელები. მე9 მე-2 კლასში მხოლოდ 14 მოსწავლე ვსწავლობთ, დროის უმეტეს ნაწილს ერთად ვატარებთ და ერთი დიდი ოჯახივით ვართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ქართულ-ამერიკული სკოლა"პროგრესი"
ქართულ –ამერიკული სკოლა "პროგრესი" ორიენტირს თითოეული ბავშვის სასწავლო შედეგზე აკეთებს. აძლევს მას სრულყოფილ განათლებას , როგორც ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული შემოთავაზებების დასაძლევად, ასევე მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ სწავლა გააგრძელონ საზღვარგარეთის აკრედიტირებულ სასწავლებლებში. ამისათვის სკოლას გააჩნია შესაბამისი სასკოლო (შიდა და გარე) რესურსი, როგორიცაა: მდიდარი ქართული და უცხოენოვანი ბიბლიოთეკა, კლას-კაბინეტური სისტემა და ლაბორატორიები, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ინტერნეტქსელში ჩართული კომპიუტერის კაბინეტი; ჭადრაკის, სპორტისა და ხელოვნების სექციები (მუსიკა, ცეკვა, საბავშვო თეატრი); ჯანსაღი კვების რეჟიმი; დმატებითი მეცადინეობა იმ საგნებში, რომელთა დაძლევაც უძნელდებათ მოსწავლეებს. მზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის; მცირერიცხოვანი ჯგუფები, რომლებიც მოსწავლეთა სასწავლო დონის გათვალისწინებით კიდევ იყოფა უფრო მცირე ერთეულებად; ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლება, რათა მოსწავლეებმა ადვილად შეძლონ B2 დონის საერთაშორისო სერტიფიკატის დაძლევა და მსოფლიო აკადემიურ დიალოგში ჩართვა. სკოლას ჰყავს დაძმობილებული სკოლა კალიფორნიაში და უნივერსიტეტი პოლონეთში; 2011–12 სასწავლო წელს, როგორც დაგეგმოლო იყო, "პროგრესში" გაიხსნა მონტესორის სკოლის ორი ექსპერიმენტალური ჯგუფი, რომელიც გულისხმობს ამერიკული სკოლის მოდელის გატარებას საგაკვეთილო სისტემაში. მაღალკლასელთათვის ხდება მოსწავლეთა გადამზადება პოლონეთის ევროპულ უნივერსიტეტში სასწავლებლად. (მიღებული გამოცდილება მოსწავლეებს დაეხმარება საზღვარგარეთის კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად); ქართულ–ამერიკული სკოლა ყოველწლიურად უწევს ორგანიზებას ბრიტანულ საზაფხულო სკოლას და წარმატებულ მოსწავლეებს სასწავლებლად უშვებს საზღვარგარეთ.
ქართულ-ამერიკული სკოლა "პროგრესი" აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ აქციებში, ხშირად მართავს და მონაწილეობს დებატებსა და კონფერენციებში; მუშაობს პროექტ "მოქალაქეზე" უცხოელ პარტნიორებტან ერთად, რადგან ჩვენი სკოლის მისიაა მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და დაგროვილი გამოცდილების ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოყენება.
ქართულ-ამერიკული სკოლა "პროგრესი"ს ოფიციალური საიტი:http://schoolprogress.ge/content.php?a=45
ქართულ-ამერიკული სკოლა "პროგრესი"ს ოფიციალური საიტი:http://schoolprogress.ge/content.php?a=45
Subscribe to:
Posts (Atom)

